ახალი ამბები მთავარი ციტატა

„წითელი ხაზია რუსეთუმეს ძახილი… არავინ გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა“ – ნინო წილოსანი

[su_quote] რაც შეეხება ქართული ოცნების განცხადებას, მეც პირადად და ყველა ჩემი კოლეგა ვაცხადებთ, რომ წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, ამის შემდეგ, ნებისმიერი, რომელიც აღნიშნულს არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ არ ვსაუბრობთ ძალადობის ენით, ჩვენ ვსაუბრობთ სიტყვებით, განცხადებებით და მოწოდებებით, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, არავინ აღარ გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა. [/su_quote]

– განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, 26 ივნისს, პარლამენტში, კულტურის კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ თქვა, რომ ვინც მმართველი გუნდის წევრებს პრორუსს დაუძახებდა, მიიღებდა ცხვირ-პირში.

27 ივნისს პლენარულ სხდომაზე ნინო წილოსანმა თქვა, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც პრორუსებს დაუძახებთ.

იტვირთბა....