ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში…” – ბექა ოდიშარია

“ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში” – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომაზე.

“ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება მერე ცოტა მეტიც მიიღოს. არ დავუშვებ, რომ ჩემი სამი შვილი ისმენდეს, რომ მე პრორუსულ ძალას [წარმოვადგენ] და საერთოდ, თურმე ქართული კულტურა არის პრორუსული. ცოტა ენას კბილი დააჭირეთ, კბილები მარტო იმისთვის არ არის, რომ საღეჭი რეზინი ღეჭოთ” – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება საავტორო უფლებების შესახებ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა. კანონპროექტის მომხსენებელი ბაია კვიციანი კანონპროექტის წარდგენამდე ოპოზიციას თავს დაესხა და ოპონენტები მისი შინაარსის არცოდნაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....