[su_quote] მექნება ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან სასამართლო და მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე, ვინაიდან მხოლოდ მათი ადვოკატების წინადადებების მოსმენა არ მინდა, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა. კიდევ მექნება “TV იმედთან” სასამართლო სხდომა. ისეთი მონტაჟი გააკეთეს… დაამონტაჟეს ცუდად.. არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. თმებთან დაკავშირებითაც მექნება კიდევ [სასამართლო]. ცოტა ხანში გლდანის ციხესთან დაკავშირებით გავაკეთებ [განცხადებას], რა დარღვევები ხდება იქ. [/su_quote]
– განაცხადა ლაზარე გრიგორიადისმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. პროკურატურა მას 7-8 მარტის დემონსტრაციების დროს ე.წ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.