[su_quote] ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. ამაში ცუდი არაფერი არ არის. 2008 წლის ომის შემდეგ, მესამე-მეოთხე დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები აეწყოთ და კონცერტები გაემართათ საქართველოში. პირდაპირ მოუწოდებდნენ რუს ტურისტებს ჩამოსულიყვნენ, ბიზნესი ეკეთებინათ. სტრატეგიული ობიექტების გასხვისება მოხდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე, სააკაშვილი ყვავილებით ხელში ლარსის გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა რუს ტურისტებს და მიესალმებოდა მათ ჩამოსვლასაც და დღეს ისევ ეს ადამიანები გაბრაზებული სახეებით აპროტესტებენ, თურმე როგორ შეიძლება რუსი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი და ეს ადამიანები არიან ფარისევლები.
საქართველოს ხელისუფლება ატარებს პირველ რიგში, მისი ხალხის და ამ ქვეყნის ინტერესს. ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც. ეს არის ჩვენი მიდგომა, დამოკიდებულება. ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიყვანთ, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა. [/su_quote]
– განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.