ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დავით ლორთქიფანიძეს ვადა 4 წლით გაუხანგრძლივეს

ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დავით ლორთქიფანიძეს ვადა 4 წლით გაუხანგრძლივეს.

ტელეკომპანია “ფორმულა” შესაბამისი ბრძანება მოიპოვა, რომელიც 20 ივნისით არის დათარიღებული.

ბრძანების მიხედვით, დავით ლორთქიფანიძემ ერთი თვის განმავლობაში ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა კულტურის, სპორტისა და აზალგაზრდობის სამინისტროს უნდა წარუდგინოს.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. თეა წულუკიანის თქმით, მუზეუმი გამოშიგნულია, ექსპონატები კი დაკარგული. ამავდროულად, მინისტრი ეროვნული მუზეიმუს დირექტორ დავით ლორთქიფანიძესაც აკრიტიკებდა.

მოგვიანებით, კულუტირს მინისტრმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორად ნიკა ახალბედაშვილი დანიშნა, რომელიც მანამდე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში იყო დასაქმებული. მოგვიანებით, ახალბედაშვილი ეროვნულ მუზეუმში ლორთქიფანიძის პირველი მოადგილეც გახდა.

იტვირთბა....