ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სინამდვილეს აცდენილია, რომ საქართველოს ხარჯზე რუსეთმა ეკონომიკური ბლოკადა დაძლია – კობახიძე

[su_quote]რუსეთის ფედერაციას აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის, არის უზარმაზარი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, უამრავი სხვა ძალიან დიდი ქვეყანა. რაც შეეხება საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში, ეს არის 0.3%, აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს შეაქვს არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს არის, რა თქმა უნდა, აცდენილი სინამდვილესთან. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ შევინარჩუნებთ მომავალშიც სავაჭრო ეკონომიკურ-ურთიერთობებს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას და, რა თქმა უნდა, ამ კუთხით, ჩვენი პოლიტიკა არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება [/su_quote]

– განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....