ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იმედია, ყველა შეძლებს ჩვენნაირი პროგრესის მიღწევას მედიის თავისუფლების კუთხით – კობახიძე

[su_quote]ზოგადად, ვხედავთ, რომ არის სერიოზული პრობლემები მსოფლიო მასშტაბით მედიის თავისუფლების კუთხით, მათ შორის, ეს დასავლეთის სივრცესაც ეხება. სამწუხაროდ, იყო 10-20 წლის წინ განსხვავებული მდგომარეობა, დღეს არის უარყოფითი ტენდენციები. ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ყველა გაუფრთხილდება მედიის თავისუფლებას. საქართველოში მედია პლურალიზმის კუთხით გვაქვს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, ვიდრე გვქონდა 11 წლის წინ ქვეყანაში, ჩვენთან არის პროგრესი. ამ ფონზე, არის გარკვეული სივრცეები, სადაც არის რეგრესი კონკრეტულ ქვეყნებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა შეძლებს ისეთივე პროგრესის მიღწევას მედიის თავისუფლების კუთხით, როგორსაც მიაღწია საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში [/su_quote]

– განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....