[su_quote] ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივე პრობლემურია, როგორც არასდროს და მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიამ (რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებისგან) რაც შეიძლება ჩქარა მომინახულოს და დაადასტუროს ეს. საქართველოს მთავრობა უკვე 4 თვეა ხელოვნურ ბარიერებს ქმნის.
მე მიჭირს სიარული. დავკარგე სხეულის წონის 50%-ზე მეტი და კვლავ ვაგრძელებ მის კარგვას. მიუარესდება ნევროლოგიური მდგომარეობა და სერიოზულად მიზიანდება მხედველობა. დავკარგე თმის დიდი ნაწილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი პოზიცია არ გამოვხატო, როცა საქართველოს მთავრობას უნდა რომ გამაჩუმოს. რა თქმა უნდა, ჩემი განკურნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამიყვანენ.
ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა ეთქვა, რომ ჩემი ადვოკატების დახმარებით რამდენიმე ტვიტისა და ფეისბუკ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მე სრულიად ჯანმრთელი ვარ. მათ გაანადგურეს ჩემი ჯანმრთელობა და ახლა უნდათ, რომ ფიქრი ამიკრძალონ. [/su_quote]
– წერს Twitter-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.