ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ეს 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის სტატუსის კანდიდატის მიღების მიზნით ყველაფერს აკეთებს.

“მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. თუ რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ეს 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ჩვენ მოვისმინეთ ევროპაში გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მართლაც იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს. ამჯერად, მინდა მჯეროდეს, რომ დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით არ დაიჩაგრება ქართველი ხალხი” – აღნიშნა კახა კალაძემ.

იტვირთბა....