ბიზნესმენი ფადი ასლი სოციალური ქსელით თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლის, დიზაინერ ანუკი არეშიძისადმი მიმართულ ერთგვარ აქტივობას გამოეხმაურა.
„კალაძის ცოლის მუქარა ქმრის ნათქვამისთვის ისეთივე დასაგმობია, როგორც კვერცხების სროლა და ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფა“, – წერს ფადი ასლი.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეგახსენებთ „ტაბულას“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს:
„ანუკი არეშიძესთან რეკვას დღესაც გავაგრძელებთ და მერე უბრალოდ ქმრის თანხმობის ნიშნად მივიღებთ მის დუმილს და ხვალ უკვე წერილებს გავუშვებთ მოდის სახლებთან, რომ მისი ოჯახი უმცირესობების მიმართ სიძულვილს და ზიზღს აღვივებს და ძალადობის საფრთხეს უზრდის უდანაშაულო ადამიანებს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ცხადია დავურთავთ 17 მაისის და 5 ივლისის კადრებს და ავუხსნით, რომ
მათი დაშვებით ცივილიზებულ ღონისძიებებზე, მოდის სახლები მწვანე შუქს უნთებენ ჰომოფობიას და ძალადობას.
და შევხედოთ მერე…“.

