ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ანუკი არეშიძესთან რეკვას დღესაც გავაგრძელებთ” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლის, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

„ანუკი არეშიძესთან რეკვას დღესაც გავაგრძელებთ და მერე უბრალოდ ქმრის თანხმობის ნიშნად მივიღებთ მის დუმილს და ხვალ უკვე წერილებს გავუშვებთ მოდის სახლებთან, რომ მისი ოჯახი უმცირესობების მიმართ სიძულვილს და ზიზღს აღვივებს და ძალადობის საფრთხეს უზრდის უდანაშაულო ადამიანებს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ცხადია დავურთავთ 17 მაისის და 5 ივლისის კადრებს და ავუხსნით, რომ
მათი დაშვებით ცივილიზებულ ღონისძიებებზე, მოდის სახლები მწვანე შუქს უნთებენ ჰომოფობიას და ძალადობას.
და შევხედოთ მერე…“, – წერს ის.

იტვირთბა....