სახის კანის გაწმენდა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ამისთვის დაგჭირდებათ ჟელატინი, აქტივირებული ნახშირი, კვერცხის ცილა და ლიმნის წვენი.
პირველი ნიღაბი:
ერთ სუფრის კოვზ ჟელატინს დაასხით ერთი სუფრის კოვზი თბილი წყალი, გააჩერეთ 5 წუთი, შემდეგ ეს მასა მოათავსეთ წყლის ორთქლზე 10 წუთი, ორთქლიდან გადმოდგით და 5 წუთის შემდეგ აურიეთ ერთი ცალი დაფქვილი აქტივირებული ნახშირი. ის ძალიან კარგად ასუფთავებს სახის კანს.
ნიღბის წასმამდე სახის კანი გაისუფთავეთ და გვირილის ნაყენის ორთქლზე დაიორთქლეთ 3 წუთის განმავლობაში.
წაისვით ჟელატინის ნიღაბი პრიბლემურ ზონაში და 10-15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. მოარიდეთ ეს ნიღაბი თვალებს და მის გარშემო კანს. 15 წუთის შემდეგ ნიღაბს კანიდან რომ მოიცლით, ის სრულიად გასუფთავდება.
მეორე ნიღაბი:
ერთი კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, ჩაასხით მასში ერთი ჩაის კოვზი ლიმონის, ან კიტრის წვენი. წაისვით სახეზე, პრობლემურ ზონებში. აიღეთ ხელსახოცი და დაიფინეთ წასმულ ზონაზე, შემდეგ კი ზემოდან წაისვით ნიღბის მეორე ფენა. ეს უფრო გააადვილებს მის აძრობას. ნიღაბი 15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ, ამ დროს შეგიძლიათ 3-4-ჯერ დაიმატოთ ცილის ნიღაბი. ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ შეგიძლიათ დაამზადოთ.
აუცილებელია ამ ნიღბების გამოყენების შემდეგ ფორების შემავიწროვებელი ნიღბის დამზადება. მისი რეცეპტია:
თიხას დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი, ისე, რომ არაჟნის კონსინსტენცია მიიღოს, ასევე დაამატეთ ცოტაოდენი კიტრის ან ლიმონის წვენი და ცოტა ხნით ურიეთ. წაისვით ეს ნიღაბი იმ ადგილას, სადაც მანამდე გამწმენდი ნიღაბი გქონდათ, 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი ფორებს კრავს და ჭუჭყის დაბრუნებას ხელს უშლის.
მომზადებულია ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემის მიხდვით.