საზოგადოება

მაკა ზამბახიძის დიეტის საიდუმლო

პოპულარული მომღერალი მაკა ზამბახიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში თავის მოვლის საკუთარ ჩვევებზე საუბრობს. მაკა წონის კონტროლს ქალის სილამაზის ერთ-ერთ მთავარ საიდუმლოდ მიიჩნევს. თავად იშვიათად უწევს ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა:

„კვების რეჟიმი შევამცირე, მაგრამ შიმშილი არ შემიძლია. 6 საათის შემდეგ აღარაფერს ვჭამ, ცომეული ამოვიღე მენიუდან. ისე კი ძალიან გურმანი ვარ და როცა სტაბილურად ერთ წონაზე ვარ, თამამად გეახლებით. ამ ეტაპზე კი მკაცრი მენიუ მაქვს.

იურმალაში რა ფორმაშიც ვიყავი, ჩემთვის იდეალური იყო. მაშინ ვვარჯიშობდი და ნაკლები წონაც მქონდა. აღნაგობით ძალიან პატარა და აწყობილი ვარ, ამიტომ თითო კილოსაც მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის სასურველი წონაა 47 კილო.“ -ამბობს მაკა ზამბახიძე.

mk

იტვირთბა....