ახალი ამბები მედია მთავარი

რატომ ურეკავს „იმედის“ გენდირექტორი „მაესტროს“ ჟურნალისტებს

ტელეკომპანია „მაესტროს“  ახალი გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის ჟურნალისტებს დღეს შეხვედრას სთავაზობს. მისი თქმით, ის თანამშრომლებს საღამოს 9 საათზე, საკუთარ  სახლში, ქობულეთის 26 ნომერში ელოდება.

უცნობია რაზე აპირებს საუბარს ტელეკომპანიის ახალი დირექტორი. მისი თქმით, მას სურს თანამშრომლებს კამერების გარეშე დაელაპარაკოს. ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროს” მომავალზე არ საუბრობს. ის კონკრეტულ კითხვებს ტელეკომპანიის გარშემო არ პასუხობს.

„იმედის გენდირექტორი გიორგი ბახტაძე პირადად ურეკავს მაესტროს თანამშრომლებს და სთავაზობს შეხვედრას ახალ მენეჯმენტთან!!  ხოლო კორძახიას თანაშემწე ირაკლი რუხაძეს ხვდება მის ოფისში ამ წუთებში“. – წერს სოციალურ ქსელში „მაესტროს“ ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე.

შეგახსენებთ, საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე “სტუდია მაესტროს” გენერალურ დირექტორად რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა. გაჩეჩილაძე იმ დღესვე მივიდა ტელეკომპანიაში ჟურნალისტებთან შეხვედრის მიზნით, თუმცა 300-კაციანი გუნდიდან სულ 7 ჟურნალისტს გაუჩნდა მასთან შეხვედრის სურვილი.

იტვირთბა....