ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Time: საქართველოში ცხოვრება ყველაზე იაფია

გავლენიანი გამოცემა Time აქვეყნებს მსოფლიოს 50 ქვეყანას,  სადაც ცხოვრება ყველაზე იაფია. 50 ქვეყანაში 29-ე ადგილი საქართველომ დაიკავა. როგორც Time აღწერს, საქართველოში (სხვა ქვეყნებთან შედარებით)  მსყიდველუნარიანობა 63 პროცენტით დაბალია, ბინა დასაქირავებლად 88 პროცენტით, სასურსათო მაღაზიები 74 პროცენტით და მომსახურება 70 პროცენტით იაფია.

„ქვეყანას ესაზღვრება თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. მოსახლეობა 4,9 მილიონია. ამ ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასები აქვს სურსათსა და მომსახურებაზე. ქვეყნის დედაქალაქში საშუალო შემოსავლად თვეში 360 დოლარი მიიჩნევა. ეს დაბალი ხარჯები გამოწვეულია დაბალი შემოსავლებითაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფოლადის, ტექნიკისა თუ ელექტრო მოწყობილობების მრეწველობა აქვს, ეროვნული ბანკის მიხედვით, ქვეყნის ცხოვრების სტანდარტი დაბალია. „-წერს Time.

გამოცემამ პირველი ადგილზე  ყველაზე იაფ ქვეყნებში სამხრეთ აფრიკა დაასახელა.

საქართველოსთან ერთად სიაში შევიდა თურქეთი, გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი, რუსეთი და სხვა.

იტვირთბა....