ჯანდაცვა

აღიარებული ენდოკრინოლოგის რჩევები და რეცეპტი: როგორ დავიკლოთ წონაში სწორად

 

ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ელენე გიორგაძე წონაში კლების მთავარ დეტალებს გვიმხელს:

  • შეამცირეთ საკვების კალორია 1800-დან 2000 კალორიამდე.
  • ფეხით სიარულის დრო გაზარდეთ-დღეში მინიმუმ 40 წუთი ისეირნეთ.
  • მივიღოთ დღეში 300-დან 400 გრამამდე მოხარშული ხორცი, 800 გრამამდე მოხარშული ბოსტნეული, შევეცადოთ არ გამოვიყენოთ ზეთი, სალათის მომზადებისას მივმართოთ ლიმონსა და მაწონს. ბოსტნეული ნებისმიერი რაოდენობით შეიძლება მივიღოთ, ასევე წვნიანებიც, რომლებიც უმჯობესია ზეთის გარეშე მომზადდეს. დაბალკალორიული ხაჭო, იოგურტი და მაწონი ძალიან სასარგებლოა.
  • ხილიდან მოვერიდოთ ყურძენს, ხურმასა და კარალიოკს. ვაშლის მიღება თავისუფლად შესაძლებელია.
  • ერთი კვირის განმავლობაში ამ რეჟიმის დაცვა 2 კილოს დაკლებას უზრუნველყოფს.
  • გახსოვდეთ, რომ კარაქსა და ზეთზე მომზადებული საკვების კალორაჟი სამჯერ მაინც იზრდება.
  • ზეთი, წიწაკა და მარილი მადას ზრდის. მათ გარეშე ორგანიზმი იღებს იმდენ საკვებს, რაც რეალურად სჭირდება.
  • დღე-ღამეში 1000 კილოკალორია ადამიანისთვის სრულიად საკმარისია.
  • განტვირთვის დღეები გულისხმობს კვირაში ერთ დღეს. არსებობს ხილის, რძის ნაწარმის თუ ხორცის რაციონით შედგენილი განტვირთვის დღეები.
  • გასათვალისწინებელია, რომ ვისაც თირკმელი აწუხებს, ცილოვანი პროდუქტებით (მოხარშული ხორცი, ხაჭო, კვერცხი და ა.შ. ) არ უნდა გადაიტვირთოს ორგანიზმი. ამ ადამიანებისთვის უფრო სასარგებლოა ხილის განტვირთვის დღის მოწყობა.
  • დღეში ოთხჯერ უნდა ვიკვებოთ და არა-მეტჯერ.
  • თუ გვიწევს მეტი კალორიის მიღება, მეორე დღეს განტვირთვის დღე უნდა მოვაწყოთ, რომელიც მხოლოდ 1000 კალორიას მოიცავს. ამ დროს წონის შენარჩუნება ხდება.
  • თუ ადამიანს 10-15 კილოს დაკლება უნდა, მაშინ დიეტით პირველ თვეს 4 კილო უნდა დაიკლოს, ხოლო შემდეგ თვეებში- 2-2 კილოგრამი. ამ დროს ნორმალურად მიმდინარეობს კლება.
  • დაძინებამდე 3 საათით ადრე იკვებეთ.
  • ზედმეტი და ხელოვნური სიგამხდრე სახიფათოა, რადგან ეს, ხშირად, 30 წლის შემდეგ, წონის უკონტროლო და შეუჩერებელ მატებას იწვევს. ამიტომ აუცილებელი არ არის მოდელის სიგამხდრე ისურვოთ.
  • დიახ, ინტერნეტში გავრცელებული დიეტები შესაძლოა წონაში კლებას იწვევდეს, შესაძლოა არც მოიმატოთ მათი დაცვის შემდეგ ორმაგად, მაგრამ ექიმის გარეშე მათი დაწყება აუცილებლად რომელიმე ორგანის დაავადებას ნიშნავს, რადგან მკაცრი დიეტები ხშირად თირკმელს, ღვიძლს და კუჭნაწალავს აზიანებს, რომელთა მკურნალობაც წონის დაკლებაზე რთულია.

 

მომზადებულია რადიო „იმედის“ გადაცემის მიხედვით.

იტვირთბა....