ჰორმუზის სრუტეში ტაილანდური საკონტეინერო გემი იწვის – Telegram-არხებით გავრცელებული ინფორმაციით, ის უნებართვოდ ცდილობდა სრუტეში გავლას.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში (IRGC) განაცხადეს, რომ სრუტის გავლის ნებისმიერი მცდელობა „მკაცრი საპასუხო” ქმედებით იქნება აღკვეთილი.
მათივე ცნობით, დღეს სამხედრო-საზღვაო ძალებმა უკვე გააბრუნეს სამი საკონტეინერო გემი.
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, თეირანმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გამოაცხადა.

