ვერავინ ვერ შეგვასწრებს ნატოში ძალიან კარგად იცით – ასე ეხმაურება თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ ჩანაწერს.
შარმანაშვილი ამბობს, რომ ვერ ხვდება, რა საშინაო დავალებების შესრულებას ითხოვს ნატო “ქართული ოცნებისგან” და ირწმუნება, რომ ყველა დავალებას, რომელიც ნატოსგან გვაქვს, “პირნათლად ასრულებენ”.
“ამ განცხადებებით უკვე ვეღარავინ ვეღარ მოტყუვდება და თავსაც ვერ მოვიტყუებთ. ყველა იმ საშინაო დავალებას, რომელიც ნატოსგან გვქონდა ჩვენ, პირნათლად ვასრულებთ. მეტი რა საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოიდგას? არც მაშინ არ გადმოდგეს. ხომ მაშინაც არ იყო ეს კანონდებლობა მიღებული, ახლა რომ ხელზე იხვევენ? მაშინაც არ დგამდნენ ამ ნაბიჯებს. ამიტომ, ჩვენ ჩვენი მხრიდან რაც იქნება, ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ. მაგრამ საქარტელოს კონსტიტუცია იმას კი არ აღნიშნავს, თუ უსამართლოდ მომექცევიან, ესეც ჩემი ბრალია. ეს ჩემი ბრალი არ არის. ჩემი ბრალი იქნება, თუ რომელიმე თანადგომას ან რომელიმე დავალებას არ ვუპასუხებ. არაფერი არჩევნების შემდეგ არ გადახედილა და თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ არჩევნებამდეც მაინცდამაინც თავს არ იკლავდნენ. რამდენი ხანია მაპის საკითხი დგას და ამ ღია კარში, ორპირ ქარში ვართ გაჩერებული”, – ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჩანაწერი საქართველოს შესახებაც არის. ანგარიშში ნათქვამია, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა იქნას აღიარებული. მარკ რუტემ საქართველოს მოუწოდა პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

