გუშინ პროფესორ ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი შენიშნეს.
ამ საქმესთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ შსს-ს დაუკავშირდა.
უწყების თქმით, როცა ბერძენიშვილის სახლან პოლიცია მივიდა, ადგილზე ეკიპაჟს მშვიდი ვითარება დახვდა.
„მოხდა გასაუბრება შეტყობინების ინიციატორთან რომელმაც განმარტა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან შენიშნა რამდენიმე პირბადიანი პიროვნება და პრევენციის მიზნით გამოიძახა პოლიცია”, – აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“