„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ფილოლოგის, ყოფილი პარლამენტარის, ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული.
ბერძენიშვილის ცოლმა სახლთან პოლიცია გამოიძახა.
თავად ლევან ბერძენიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ იმ დროს, როცა ეს პირები მის სახლთან იმყოფებოდნენ, ის უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა.
პოლიციის მოსვლის შემდეგ ისინი წავიდნენ.