ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩვენ 8 მაისს აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე –

„სტრატეგია აღმაშებელმა“ ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალზე პატივის მისაგებად დღეს მივიდა.

პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს უნდა აღნიშნავდეს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად და არა 9-ში, როგორც ეს რუსეთშია.

„ასობით ათასი ქართველი შეეწირა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და სწორედ 8 მაისს ჩაეყარა საფუძველი იმ ევროკავშირს და ნატო-ს, რომლის წევრობა გვინდა, რომელმაც მთლიანად ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა შექმნა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ 8 მაისს აღვნიშნოთ, ხოლო 9 მაისი, ღიად ვთქვათ, ეს არის ფაშიზმის დღე, ეს არ არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ეს არის “რაშიზმთან” და ოკუპაციასთან დაკავშირებული დღე. საბჭოთა კავშირთან, რომელმაც ამ 45 წლის 8 მაისის შემდეგ კიდევ ათწლეულების მანძილზე, ფაქტობრივად, საქართველო რუსული იმპერიის ქვეშ მოაქცია, ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს. დიდება გმირებს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, რაც დღეს ევროკავშირი და ნატო ჰქვია. სწორედ ამიტომ, ჩვენ 8 მაისს უნდა აღვნიშნოთ ეს დღე და ამით უნდა ვცეთ პატივი იმ ქართველ გმირებს, რომლებმაც ამ დიდ გამარჯვებაში წვლილი შეიტანეს“ ,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის შინაარსია ის, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს, ევროკავშირთან, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად აღინიშნოს.

იტვირთბა....