ახალი ამბები მთავარი სამართალი

რა საიდუმლო დავალება მისცა სუს-მა ქოლ-ცენტრებს

“მთავარი არხის” თქმით, მას უსაფრთხოების სამსახურთან დაახლოებული წყარო ანონიმურად აწვდის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სუს-მა ყველა ქოლ- ცენტრს გაფრთხილება მისცა, რომ ორი კვირის ვადაში საქმიანობა უნდა შეაჩერონ და თაღლითური ტრანზაქციების კვალი წაშალონ.

იმავე წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კერძოდ კი საერთაშორისო მედია ბოლო დროს აქტიურად სვამს კითხვას, როგორ გადაიქცა საქართველო მსგავსი ტიპის ტრანსნაციონალური დანაშაულის ჰაბად და ვინ უწყობს ამ ყველაფერს ხელს.

“მთავარი არხის” ცნობით, მოთხოვნაა ყველა მცირე თუ მსხვილი ქოლ-ცენტრის დახურვა საქართველოში, რადგან თაღლითობის მასშტაბი უკვე მსოფლიოში ვეღარ იმალება და აქტიურად ისმის კითხვები – როგორ იქცა საქართველო საერთაშორისო თაღლითობის ჰაბად.

შეგახსენებთ, ე.ე ქოლცენტრების ამბავი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, BBC-ზე ჟურნალისტური გამოძიების სიუჟეტი გავიდა.

იტვირთბა....