BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ რეპორტაჟი მოამზადეს.
საქმე ეხება ე.წ. ქოლცენტრებს.
BBC-ის ცნობით, აღნიშნულ თაღლითურ სქემაში ფიგურირებს საქართველოს ტავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.
გამოძიების მიხედვით, თაღლითობის პროცესში ზარები განხორციელდა საქართველოში დაფუძნებული სავარაუდო კრიპტოვალუტების სავაჭრო ფირმის “სოლო ქეფითალს“-ის ოფისებიდან.
დანაშაულებრივი ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც ,,მილთონ გრუპი” .
მედიისთვის ცნობილი გახდა კომპიუტერულ ბაზაში შეყვანილი თაღლითობის მსხვერპლთა ტელეფონის ნომრები. ისინი იღებენ სატელეფონო ზარებს, რომელიც მათ ჰპირდება ინვესტიციის სანაცვლოდ დღეში 90%-მდე მოგებას.