ახალი ამბები მთავარი სამართალი

გადაწყვეტილება მიღებულია – ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში რჩება

სასამართლომ თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესს ბრალდებული და მისი მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

სხდომაზე დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

სხდომის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა

იტვირთბა....