ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკონტროლო კრიმინალი – ვაკეში დილარ ხაბულიანის ძმა დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ცენტრში – ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე, დილარ ხაბულიანის ძმა, ბიზნესმენი დემურ ხაბულიანი, საკუთარ სახლთან დაჭრეს.

მეზობლები ყვებიან, რომ ჯერ კიდევ დილით, სადარბაზოსთან მას თავს უცნობი პირები დაესხნენ და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. კონფლიქტი მოგვიანებით გაგრძელდა, რასაც რამდენიმე გასროლაც მოჰყვა.

გარჩევა, შესაძლოა, დემურ ხაბულიანის თბილისში არსებულ კერძო საკუთრებებს უკავშირდებოდეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....