ახალი ამბები მთავარი სამართალი

რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის პროცესი დაიწყება – ბრალდებული ბადრაგმა უკვე ადგილზე მიიყვანა

რამდენიმე წუთში ლაზარე გრიგორიადისს პროცესი დაიწყება, რომელიც 8-9 ამრტის აქციების დროს, მოლოტოვის კოქტეილის სროლაშია ბრალდებული.

როგორც მისი ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, ბრალდების მხარეს არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება არ გააჩნია გრიგორიადისის წინააღმდეგ და მოსამართლისგან ელოდება საპროცესო შეთანხმებაზე წამოსვლას, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ ან სამაჯურით განთავისუფლებას გულისხმობს.

სასამართლო დღეს გრიგორიადისის საქმის არსებით განხილვას იწყებს და, სავარაუდოდ, ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს ის ვიდეო მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე დააკავა.

იტვირთბა....