გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურას საქმის ხელახლა გამოძიებას სთხოვს.
რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის, სერგო შუბითიძის მიერ „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაჟღერებული ცნობები ახალი გამოძიების დაწყების საფუძველია.
„ველოდებით, თვითონ პროკურატურა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ, რომ ის განცხადება და ინფორმაცია, რაც გამომძიებლის მიერ გავრცელდა, ობიექტურის და სამართლიანი სისტემის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდებოდა საქმის განახლება. დაველოდებით დღევანდელ დღეს. თუ პროკურატურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ იქნება, მერე უკვე ჩვენ თვითონ მივმართავთ. დღეს თუ არ იქნა, ხვალ ჩვენ უკვე მივმართავთ და არა მარტო პროკურატურას, არამედ მთელ საერთაშორისო ორგანიზაციებს და აბსოლუტურად ყველას. რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში თავიდანვე ვამბობდით, როგორ გაყალბებას ჰქონდა ადგილი და რას ჩადიოდნენ საგამოძიებო ორგანოები, სისტემის ერთ-ერთმა გამომძიებელმა დაადასტურა,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსესებთ, შუბითიძემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.