საზოგადოება

ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქალები არიან შესანიშნავი მეოჯახეეები

ქალწულისთვის მნიშვნელოვანია, ირგვლივ ყველაფერს თავისი ადგილი ქონდეს. აქედან გამომდინარე მათ ცხოვრებაში ყველაფერი გათვლილი აქვთ. ისინი სასიყვარულო ურთიერთობაშიც სრულ წესრიგს მოითხოვენ. ქალწული ქალებისთვის სიტყვა სიყვარულში მცირე ყურადღება, ზრუნვა და ადამიანური თანადგომა მოიაზრება. ამ ქალს გრძნობებით დემონსტრირება საქმით ეხერხება და არა ბევრი საუბრით.

ის ორი ადამიანის საქმიან-ემოციურ ურთიერთობაში ხედავს ჭეშმარიტ სიყვარულს. სწორედ ასეთი პარტნიორი მოუტანს მას ბედნიერებას.

სასწორს განაგებს ქორწინება. მათ სხვა ნიშნებზე მეტად სჭირდებათ კავშირი პარტნიორთან. რათა თავი სრულყოფილად იგრძნონ. სასწორისთვის სიყვარული რეალობასთან ძალიან ახლოს უნდა იყოს.

კოცნა, მოფერება, ჩახუტება, სითბოს რეალური და აშკარა გამოხატული ჟესტები აუცილებელია სასწორისთვის. იმიტომ რომ სხვანაირად მას სიყვარულის არსი არ ესმის.

სასწორს უყვარს ლამაზი ცხოვრება კომფორტულ, მყუდრო გარემოში. დრო და დრო ყვავილების ჩუქებითა და ყავის მირთმევით საწოლში. თავისი პარტნიორის მამკაცურ ტემპერამენტს ის არანაკლებ აფასებს ვიდრე კომპლიმენტებსა და თავაზიან მოპყრობას.

ყველაზე მზურნველ და მეოჯახე ნიშნად კი შეიძლება კირჩხიბი მივიჩნიოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნით ყველაზე  ამოუცნობი და მგრძნობიარე არსებები იბადებიან. ქალი კირჩხიბები განსაკუთრებულად ემოციურად აღიქვამენ სასიყვარულო ურთიერთობას.
სიყვარული, ქალი კირჩხიბებისთვის მძაფრ ემოციასთან და მუდმივ ყურადღებასთან ასოცირდება. მოსწონს მოსიყვარულე, თავდაჯერებული და ძლიერი პარტნიორები. რომლებიც განსაკუთრებული მამაკაცური თვისებებით გამოირჩევიან. თავად ოჯახური სიმყუდროვისთვის ყველაფერს აკეთებენ.

იტვირთბა....