aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კოალიციის ლიდერმა, ჩვენ დავემორჩილებით

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერმინისტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, კოალიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა “მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი. ზურაბ ტყემალაძე დაეთანხმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას და განმარტავს, რომ თავდაცვის მინისტრი არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს.

მისივე თქმით, თუ კი იქნება მიღებული რადიკალური გადაწყვეტილებები, კოალიციაში შემავალი რომელიმე ფრაქციის მიმართ, ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ორივე ფრაქციას უნდა შეეხოს

“მინდა დავეთანხმო მას იმაში, რომ ვინ დაიწყო და როგორ დაიწყო, თავისთავად ჩანს ამ განცხადებიდანაც. ასევე დავეთანხმო, რომ ჯარის პოლიტიზირება და ჩართვა არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება, რომ თავდაცვის მინისტრის ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კოალიციის ლიდერმა, ჩვენ დავემორჩილებით. გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ორივეს მიმართ.

თუ იქნება მინიშნება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ზედმეტი ვიქნებით კოალიციისათვის, რა თქმა უნდა უხმოდ და ყოველგვარი ისტერიკების გარეშე მივიღებთ გადაწყვეტილებას, განსხვავებით ყველა იმ პოლიტიკური პარტიისაგან, რომელიც შესაძლოა, რომ ტოვებს თავის კოალიციას, მერე ისტერიკას მართავს ხოლმე, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი მაგალითების მრავალი ისტორია არსებობს,” – აღნიშნავს ზურაბ ტყემალაძე.

შეგახსენებთ, პრემიერმა კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაზე განცხადება დღეს გაავრცელა. მან განაცხადა, რომ კოალიციაში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. ასევე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მიუღებელია თავდაცვის მინისტრის მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა.

იტვირთბა....