დღეს პატიმრებს შეიწყალებენ – ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, შეწყალების კომისიამ მიიღო.
შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალება 155 მსჯავრდებულს შეეხო. აქედან 105 მსჯავრდებული სასჯელისაგნ სრულად გათავისუფლდა და ისინი დღეს საპატიმროებს დატოვებენ. მათგან 8 ქალია, 50 მსჯავრდებულს კი საჯელი შეუმცირდა.
„დღეს შეწყალებულია 155 მსჯავრდებული, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,” – განაცხადა ზვიად ქორიძემ.