aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიღომში დარაჯი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიღომში ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი ავტოსერვისის ღამის დარაჯი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

შემთხვევა ორ დღის წინ მოხდა. 68 წლის ზვიად ყამარაული სამსახურში მივიდა რა დროსაც ადგილზე მისი თანამშრომლების და მისთვის უცნობი პირების ჩხუბს შეესწრო. ყამარაულმა ჩხუბის მონაწილეების გაშველება სცადა, რა დროსაც მას უცნობმა პირებმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შედეგადაც ყამარაული გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ავტოსერვისში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, არც იმ პირის ვინაობაა ცნობილი, რომლის გადარჩენასაც ყამარაული ცდილობდა.

იტვირთბა....