ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

მთავრობამ “გაზპრომთან“ დაკავშირებით უკან დაიხია

 

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობამ უკან დაიხია და აღარ აპირებს “გაზპრომისგან” დამატებითი გაზის მოცულობის შესყიდვას.

“მას შემდეგ რაც დადასტურდა, რომ აზერბაიჯანს საკმარისი გაზიც აქვს და არც მისი მოწოდების პრობლემა არსებობს, მთავრობა იძულებული გახდა უკან დაეხია. იგი არ აპირებს “გაზპრომისაგან” დამატებითი გაზის შესყიდვას. ეს არც ყოფილა თავიდან “გაზპრომის” მიზანი. მათი მთავარი ამოცანა იყო და რჩება ტრანზიტის სანაცვლოდ გაზის ნატურით ანაზღაურების სქემის შეცვლა.

ენერგეტიკის მინისტრი აზერბაიჯანული მხარის გონივრულ გადაწყვეტილებას საკუთარ წარმატებად ასაღებს და გაყოყოჩებული, “გაზპრომთან” ხელშეკრულების სწრაფად გაფორმებას გვპირდება. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის აპირებს კაპიტულირებას. ეს იქნება ქვეყნის ინტერესების ღალატი და მოუწევს ამისთვის პასუხისგება. ვერც პრემიერ-მინისტრი მოახერხებს ჩრდილში დგომას და სხვისთვის ხელების შეწმენდას.

ნუ ჩავვარდებით ეიფორიაში. მთავრობამ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ხელშეკრულების შინაარსი არ იცვლება”. – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ზეწოლა იმდენად დიდი იყო, რომ იძულებული გახდა ენერგეტიკის სამინისტრო და მინისტრი კახა კალაძე დათმობაზე წასულიყო.

“კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო-სწორედ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგია, რომ მთავრობამ საჯაროდ დაადასტურა რუსულის ნაცვლად, აზერბაიჯანული გაზის შესყიდვის გადაწყვიტილება. იმის გათვალისწინებით, რომ კალაძე ჩვეულებრივი მატყუარაა, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი ზეწოლა მთავრობაზე გაგრძელდება მანამ, სანამ რუსებთან საეჭვო გარიგებებში შემჩნეული ხელისუფლება ამ ქვეყნის სათავეში რჩება”. – აცხადებს სამადაშვილი.

იტვირთბა....