ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მხოლოდ წყლის ჭავლი, სპრეი და შესაბამისი გაზი, არავითარი უხეში ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ” – კობახიძე

“მხოლოდ წყლის ჭავლი, სპრეი და შესაბამისი გაზი, არავითარი უხეში ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ” – ასე აფასებს “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში, 7-9 მარტის აქციების დარბევას.

“რევოლუციური გეგმა ასედაც და ისედაც ჩავარდებოდა. სახელმწიფოს ჰქონდა სრული რესურსი იმისათვის, რომ დაეგრძელებინა პროცესი. ჩვენ შეგვეძლო ამ კანონის მიღება. ჩვენ ზუსტად მაშინ გამოვიხმეთ ეს კანონპროექტი, როდესაც სახელმწიფომ თავისი რესურსი აჩვენა. თქვენ ნახეთ, რომ მინიმალური ზომების მიღებით, პროპორციული ძალის გამოყენებით, მხოლოდ წყლის ჭავლი, სპრეი და შესაბამისი გაზი იყო გამოყენებული, არავითარი უხეში ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხრიდან იყო ძალიან უხეში ძალადობა, სრულიად არაევროპული ძალადობა. სახელმწიფო თავის რესურსს აჩვენებდა და ზუსტად იმ მომენტში გამოიხმო კანონპროექტი ხელისუფლებამ, როდესაც ყველას აჩვენა, რომ პროცესების მართვის შესაძლებლობა ჰქონდა. მიზეზი იყ ერთადერთი – მიზეზი იყო ის, რომ არსებობდა მძიმე პროვოკაციების მოწყობის რისკი მეორე მხრიდან, რასაც შეიძლებოდა რისკის ქვეშ დაეყენებინა თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე”, – ამბობს კობახიძე.

იტვირთბა....