ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ გვაქვს სურვილი, ჩაგითრიოთ ომში… გააკეთეთ ის, რასაც თქვენი მოსახლეობა გთხოვთ და თქვენგან მოელის” – კალიურანდი “ოცნებას”

“არ გვაქვს სურვილი, ჩაგითრიოთ ომში… გააკეთეთ ის, რასაც თქვენი მოსახლეობა გთხოვთ და თქვენგან მოელის” – თქვა ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა სტრასბურგში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე. მისი თქმით, დროა “ოცნების” ხელისფლებამ გამოიყენოს შესაძლებლობის ფანჯარა და მხარი დაუჭიროს უკრაინას.

“მე როგორც, სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე მაქვს 2 მესიჯი. საქართველოს მოსახლეობა იყო ძალიან მკაფიო თავისი ევროპული მისწრაფებების გამოხატვაში და ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. ჩვენ არასდროს არ გვაქვს სურვილი, რომ ჩაგვითრიოთ ომში. კარგად გვახსოვს 2008 წლის ომი. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩემი გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებისთვის მკაფიოა. ომმა უკრაინაში გაგიხსნათ შესაძლებლობის ფანჯრადა და ნუ გამოტოვებთ ამას, გამოიყენეთ. ეს ფანჯარა არ იქნება ღია მუდმივად. გააკეთეთ ის, რასაც თქვენი მოსახლეობა გთხოვთ და რასაც თვენგან მოელის” – თქვა მან.

იტვირთბა....