ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპამდე” – ესტონეტის პრეზიდენტი ზურაბიშვილს ესაუბრა

“ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპამდე” – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა აარ კარისმა Twitter-ზე, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

“ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპამდე. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე, ვთქვი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას, რომ მნიშვნელოვანია ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 რეკომენდაციის პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება”, – წერს კარისი.
მის ამ განცხადებას გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი:

დღეს ჩვენი სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა კარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო! , – დაწერა მან.

იტვირთბა....