ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტთან სავალდებულო ჯარის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

სტუდენტები ითხოვენ, რომ ჯარი ნებაყოფლობითი იყოს. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლის მიხედვითაც, ჯარში სტუდენტებსაც გაიწვევდნენ.

წინააღმდეგობის გამო ინიციატივის დაკანონებაზე მმართველმა უმრავლესობამ უარი თქვა, თუმცა დღეს აქცია მაინც იმართება.

აქციის ორგანიზატორი პარტია “გირჩია”.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები გამოთქვამენ სავალდებულო სამსახურის გავლის სურვილს, ისინი მომზადებას მხოლოდ არდადეგების პერიოდში, ან უქმე დღეების ხარჯზე გაივლიან.

იტვირთბა....