“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს სიტვყით გამოსვლისას ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგომისკენ მოუწოდა:
“პროგნოზების დროს იშვიათად ვცდები. იმიტომ კი არა რომ ყველაზე ჭკვიანი ვარ, არამედ იმიტომ რომ შიგნით ვარ პოლიტიკაში და პატარა ანალიზის უნარი მაქვს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ოლიგარქ ივანიშვილის უკანასკნელი პოლიტიკური გაზაფხული. მისი ძირგამომპალი რეჟიმი ძალიან მალე დამთავრდება. მე მოვუწოდებ ივანიშვილს და მის ძირგამომპალ რეჟიმს, გადახედეთ ამ ანთებულ ხალხს. აქ დგას სრულიად საქართველო – წადით, დატოვეთ ძალაუფლება, გამოაცხადეთ ვადამდელი არჩევნები. ეს არის თქვენი ხსნის ერთადერთი გზა” – თქვა ნათელაშვილმა