რუსული კანონის წინააღდეგ დღეს აქციაზე ხელოვანებიც გამოვიდნენ. მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მოქმედ ხელისუფლებას “გარეწრებს” უწოდებს და ამბობს, რომ მათ რუსული კანონი ვერ უნდა გაიტანონ.
არ არის ეს კანონი კარგი და საერთოდ, ჩვენ ეს 10 წელი გავატარეთ ‘ქაჯების და გოიმების” ძახილში და ქაჯები და გოიმები კი არა, გარეწრები აღმოჩნდნენ და ამას ძლაიან ბევრი ძალიან გვიან მიხვდა. ძალიან დიდი შანსი მივეცით, რეალურად და მე მგონია, რომ ჩვენს თაობას და პატარა თაობას თავისი საბრძოლველი დრო მოუვიდა, იმიტომ, რომ უფროსმა თაობამ ძალიან ბევრი რამე გააკეთა იმისთვის, რომ დღეს ჩვენ კიდევ ძალა გვაქვს, რომ აქ გამოვიდეთ. საერთოდ არ მესმის ხოლმე ხელისუფლებას პრორუსს რატომ ვეძახით ხოლმე, იმიტომ, რომ ღიად რუსული ხელისუფლებაა და მას უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ, რომ თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთად. ეს კანნი არ უნდა გავატანინოთ, იმიტომ, რომ ჩათვალეთ, ჩვენი თაობებიდ ა კიდევ იმის იქიტ, შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ ისევ რუსული ჩექმის ქვეშ, – თქვა მსახიობმა.