ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ქრთამის აღების ფაქტზე ქედის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

 

ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავებული ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტია.

გამოძიების ინფორმაციით, მან მოქალაქეს სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ 2 ათასი დოლარი, ქრთამის სახით გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....