“პარლამენტი რესპუბლიკელების გარეშე”-ამ შინაარსის პლაკატებით 10 არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავს. ისინი მოითხოვენ, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მმართველი კოალიცია დატოვოს.
შეკრებილები „რესპუბლიკელებს“ იდეოლოგიას უწუნებენ.
აქციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები „მრეწველების“ ლიდერს გოგი თოფაძეს მხარდაჭერას უცხადებენ და აცხადებენ, რომ მან კოალიცია არ უნდა დატოვოს.