ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზარელი სარკინიგზო ავარია – ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლი

საბერძნეთში მატარებლების შეჯახებას 32 ადამიანი ემსხვერპლა და 85 დაშავდა. ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. შემთხვევა ქალაქ ლარისთან ახლოს მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგებიდან გადავიდა, ერთ-ერთ ვაგონს კი ცეცხლი გაუჩნდა. ორივე მატარებლის ბორბლები და ნაწილები ათობით მეტრის მოშორებით ეყარა.

რა მიზეზით მოძრაობდნენ მატარებლები ერთ ხაზზე, უცნობია.

იტვირთბა....