ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია გორში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა

გორ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბისას დაჭ­რი­ლი კაცის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. ამის შესახებ გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, იგორ გე­ორ­გი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პა­ცი­ენტს პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და და სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

„სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­მოყ­ვა­ნილ იქნა 2 მა­მა­კა­ცი მრავ­ლო­ბი­თი ცე­ცხლსას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ. აქე­დან, ერთი იყო გარ­დაც­ვლი­ლი და მე­ო­რე კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ჩა­უ­ტარ­და პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და სა­სი­ცო­ცხლო ჩვე­ნე­ბით გა­დაყ­ვა­ნილ იქნა სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­ში. გრძელ­დე­ბა ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, და­ნარ­ჩენს გვაჩ­ვე­ნებს შე­დე­გე­ბი. ამ ეტა­პის­თვის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია“, – გა­ნა­ცხა­და იგორ გე­ორ­გი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, გორ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ერთი პირი და­ი­ღუ­პა, ერთი კი და­იჭ­რა. მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი.

იტვირთბა....