ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავში პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა

თელავის რაიონის სოფელ აკურაში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა  კაფე შუა ქალაქში დაიწყო და გარეთ გაგრძელდა, რა დროსაც ე.წ. პნევმატური იარაღიდან გასროლა მოხდა.

დამსხვრეულია შენობის ფანჯრები, ერთ-ერთმა პოლიციელმა კი მცირე დაზიანება სახის არეში მიიღო.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე  6 ახალგაზრდა თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა.

საქმე ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით აღიძრა.

 

იტვირთბა....