ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თავისუფალი დემოკრატები” გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

„თავისუფალი დემოკრატები“ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით ხვალ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ვიქტორ დოლიძის თქმით, მათ აინტერესებთ, როგორ მიმდინარეობს გამოძიება. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოითხოვენ მუხლის გადაკვალიფიცირებას.

“მესამე დღეა უკვე მომხდარიდან და ჩვენ გვაინტერესებს, რას აკეთებენ სამართალდამცავები, ცხელ კვალზე თუ არის რამე ნაპოვნი. ამავე დროს, ხვალ ორშაბათია და გვინდა, ერთგვარი შეხვედრა მოვაწყოთ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, სადაც იქნებ მოვისმინოთ, რა სიახლეა და როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ხვალ იმედია, ეს შეხვედრა მოეწყობა. მცდელობა იყო მკვლელობის. მეორე ოპერაცია გაუკეთდა და რა მდგომარეობაა, მე მგონი, ყველა კარგად ხედავთ. ამას სჭირდება სწორი სამართლებრივი შეფასება იმ ორგანოების მიერ, რომელთაც ეს უნდა გააკეთონ. რა თქმა უნდა, ამასაც მოვითხოვთ”. – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

იტვირთბა....