შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი კლინიკაში მოინახულა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, პეტრიაშვილს პალატაში შს მინსიტრი ესაუბრა.
შეგახსენებთ, თავდასხმა თვისუფალი დემოკრატებს ერთ-ერთ ლიდერზე გუშინ საბურთალოს პანთეონში განხორციელდა. ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ტყვია ესროლეს და დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით მიაყენეს.