ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ანა დოლიძე – უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძის კანდიდატურა წარადგინა.

მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში, პროფესიონალიზმით და უშიშარი პოზიციით სანდრო გირგვლიანის საქმეზე.

შეგახსენებთ, დოლიძე რამდენიმე თვეა, რაც თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.

იტვირთბა....