საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი ჩაატარა.
მან ჩეხეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
ზურაბიშვილი ასევე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც მან 9 აპრილის წლევანდელ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ჩეხეთში სენატის წინაშე წარვადგინე ჩვენი საკითხი დღევანდელი მდგომარეობა. აქაც დიდი მხარდაჭერა იქნა გამოხატული. თავად ნახეთ ფეხზე დამდგარი სენატორები, რომლებიც ფეხზე დადგომით მიესალმნენ 9 აპრილის მსხვერპლების ხსოვნას და ყველა იმ მებრძოლის, რომელიც დაიღუპა რუსეთთან, საბჭოთა ძალასთან ბრძოლაში.
მათ [ჩეხ სენატორებს] არ ეშლებათ ვინ იყო როდიონოვი, რას წარმოადგენდა და ძალიან კარგად იციან ფასი იმ ადამიანების, რომლებიც იცავდნენ თავისუფლებას და დემოკრატიას, რუსული სასტიკი ჯარის წინააღმდეგ. ის, რომ ჩვენთან ვიღაცას ეს ეშლება, ენა უბრუნდება და შეუძლია შეადაროს როდიონოვი და ის ჯარისკაცები რომლებიც ხოცავდნენ ახალგაზრდებს ჩვენ დღევანდელ ახალგაზრდებთან, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის არის წარმოუდგენელი“, – თქვა ზურაბიშვილმა.
პაპუაშვილის ზემოაღნიშნულ განცხადებას გაეცანით ბმულზე.