ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჩინეთმა აშშ-ზე დაწესებული ტარიფი საპასუხოდ 125%-მდე გაზარდა

ჩინეთმა აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 84%-დან ასევე 125%-მდე გაზარდა.

ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა სამინისტრო იტყობინება.

10 აპრილს, აშშ-ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული.

9 აპრილს კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთზე ტარიფებს 125%-მდე ზრდიდა, მას შემდეგ რაც პეკინმა მის წინა ზომებზე საპასუხო სანქციები დააწესა.

იტვირთბა....