ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა

ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის [რამშტაინი] შეხვედრაზე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

ბორის პისტორიუსის თქმით, გერმანია 2029 წლამდე უკრაინისთვის 11 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას გეგმავს, რომელიც მოიცავს ოთხი IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, ჯავშანმანქანებს, ტანკებს, 120 გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემას, 100 სახმელეთო სათვალთვალო რადარს,30 რაკეტას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის და სხვა.

იტვირთბა....