“ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით, ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთი ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივუყვებით. რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენი ხედვის ნაწილი ესეც არის. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ყურადღების კონცენტრირებას ამაზე ვაკეთებთ, ღრმავდება მშვიდობის ფორმატი მთელ რეგიონში“. – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში იმართება.
იტვირთბა....